წვდომის მენიუ

მაისი 03, 2017 16:08

რადიომაუწყებლობის კონკურსებში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში და ქ. მარტვილში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებში  გამარჯვებულები გამოვლინდა.

ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში და ქ. ზუგდიდში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელი შპს „ჩვენი რადიო“ გახდა, შემდეგი პირობებით:

  • ქ. ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია FM ტალღათა დიაპაზონში 93.9 მჰც  სიხშირეზე. მაუწყებლობის დაწყების მაქსიმალური ვადა ლიცენზიის გაცემიდან ერთი წელი. ლიცენზიით მომდევნო ათი წლით სარგებლობის საფასური 8 100 ლარი.
  • ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია FM ტალღათა დიაპაზონში 95.3 მჰც  სიხშირეზე. მაუწყებლობის დაწყების მაქსიმალური ვადა ლიცენზიის გაცემიდან ერთი წელი. ლიცენზიით მომდევნო ათი წლით სარგებლობის საფასური 8 100 ლარი.
  • ქ. ზუგდიდში მეტრულ ტალღათა FM 99.1  დიაპაზონში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია მაუწყებლობის დაწყების მაქსიმალური ვადა ლიცენზიის გაცემიდან ერთი წელი. ლიცენზიით მომდევნო ათი წლით სარგებლობის საფასური 6 075  ლარი.

შპს „ჩვენი რადიო“, ბრენდული სახელწოდებით „რადიო კომერსანტი“, დედაქალაქში უკვე მაუწყებლობს, კომპანია რადიომაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიულ არეალს აფართოვებს.

ქ. მარტვილში მეტრულ ტალღათა FM 93,5  დიაპაზონში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად ი/მ ”აკაკი შველიძე“ გამოცხადდა. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის საფასური 1 077 ლარით არის განსაზღვრული. ი/მ ”აკაკი შველიძე“ რადიომაუწყებლობას ქ. მარტვილში ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში დაიწყებს.

ოთხივე კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები