წვდომის მენიუ

ივლისი 14, 2016 13:49

რადიომაუწყებლობის კონკურსებში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში კერძო და სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდა.

კომისიის გადაწყვეტილებით, კრეძო საერთო და სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კუნკურსში შემდეგმა კომპანიებმა გაიმარჯვეს:

  ქ. ბორჯომი FM 103.9 - შპს „რადიო ცენტრი პლუსი“ (ლიცენზიით სარგებლობის საფასური 6 075 ლარს შეადგენს);

  დაბა ბაკურიანი FM 90.7 -  შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ (ლიცენზიით სარგებლობის საფასური 4 252 ლარი და 50 თეთრია);

  დაბა იგოეთი FM 93.7 - შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ (ლიცენზიის  საფასურია 5 163 ლარი და 75 თეთრი);

სათემო რადიომაუწყებლობის ლიცეზნიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებში კი გამარჯვებული შემდეგი ორგანიზაციებია:

  ქ. გორი FM 97.8 -  ა(ა)იპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკა” ( სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიით სარგებლობის საფასური 6 075 ლარის ოდენობით განისაზღვრა);

  ქ. მარნეული FM 96.9 - ა(ა)იპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა” (სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიით სარგებლობის საფასური 4 252 ლარის და 50 თეთრის ოდენობით განისაზღვრა).

კონკურსებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები