სექტემბერი 23, 2013

რადიომაუწყებლობის კონკურსი 13 სამაუწყებლო ლიცენზიაზე გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 13 ახალი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით კონკურსი გამოაცხადა.

რადიოსამაუწყებლო ლიცენზიების გაცემაზე კომისიას განცხადებით ოთხმა კომპანიამ, ააიპ მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისათვის“, შპს “რადიო საქართველომ”, შპს ”მომავლის რეკლამამ” და შპს ”ფოლკ-რადიომ”, მომართა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შემდეგ სამაუწყებლო ზონებში, შემდეგი სახეობის რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის მიზნით გამოცხადდა კონკურსი.

·         ქ. ბათუმში FM 90.1-ზე კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 8 100 ლარი.

·         ქ. ბათუმში FM 90.5-ზე კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 8 100 ლარი.

·         ქ. ზუგდიდში FM 98.4-ზე კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 6 682 ლარი და 50 თეთრი.

·         ქ. ზუგდიდში FM 99.1-ზე კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 6 682 ლარი და 50 თეთრი.

·         ქ. ქუთაისში FM 98.1-ზე კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 8 910 ლარი.

·         ქ. ქუთაისში FM 98.5-ზე კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 8 910 ლარი.

·         ქ. გორში FM 104.0-ზე კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 6 682 ლარი და 50 თეთრი.

·         ქ. გორში FM 106.0-ზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 6 682 ლარი და 50 თეთრი.

·         ქ. თელავში FM 98.7-ზე კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 5 265 ლარი.

·         ქ. თელავში FM 102.3-ზე კერძო საერთო  რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 5 265 ლარი.

·         ქ. ყვარელში FM 99.9-ზე კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 2 227 ლარი და 50 თეთრი.

·         ქ. ყვარელში FM 104.3-ზე კერძო საერთო  რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 2 227 ლარი და 50 თეთრი.

·         ქ. ახალციხეში FM 92.1-ზე კერძო საერთო  რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 4 050 ლარი.

გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების მიღება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2013 წლის 23 ოქტომბრის 17:00 საათამდე იწარმოებს. მოსამზადებელი საკონკურსო სხდომა, სადაც კონკურსში მონაწილე პირების დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნება, 2013 წლის 28 ოქტომბერს 13:00 საათზე გაიმართება.

რადიომაუწყებლობის კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც ყველა კონკურსანტს და დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრებების და პოზიციების დაფიქსირების საშუალება მიეცემა, 2013 წლის 25 ნოემბრის 13:00 საათზე გაიმართება. უშუალოდ საკონკურსო სხდომა კი, სადაც გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება, 2013 წლის 29 ნოემბერს 13:00 საათზე ჩატარდება.

სალიცენზიო პირობების თანახმად, ცამიტივე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელისთვის წაყენებული იქნება დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის 12 საათიანი მინიმალური ხანგრძლივობა. ცამეტივე ლიცენზიაზე კონკურსი ცალ-ცალკე ჩატარდება.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები