აპრილი 11, 2014

რადიომაუწყებლობის კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს რადიომაუწყებლობის კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. სხდომაზე კონკურსში მონაწილე პირების დალუქული საკონკურსო დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნა. რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად სამი კომპანია შპს „ნიუკომი“, შპს „ტვ - სახელოსნო მაესტრო“ და შპს „ევროპა პლუს თბილისი“ იბრძვის.

შპს „ნიუკომი“ ქ. ბოლნისში (FM 101.5) და ქ. დმანისში (FM  103.8) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის კონკურსში იღებს მონაწილეობას.

შპს „ტვ - სახელოსნო მაესტრო“ ქ. ბათუმში (FM 102.8) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის კონკურსში იღებს მონაწილეობას

შპს „ევროპა პლუს თბილის“ კი ქ. ბათუმში ( FM 90.9), ქ. დმანისში (FM 103.8), ქ. ფოთში (FM 102.1) და ქ. ხაშურში (FM 102.3) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის კონკურსში იღებს მონაწილეობას.

სხდომაზე დალუქული საკონკურსო დოკუმენტაციის საჯაროდ გახსნის და შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ  ორ კონკურსანტს შპს „ნიუკომს“ და  შპს „ევროპა პლუს თბილისს“ დოკუმენტაცია სრულყოფილად არ ჰქონდა წარმოდგენილი, რის გამოც კომისიამ დამატებით ხუთდღიანი ვადა განუსაზღვრა მათ აღნიშნული დარღვევების აღმოსაფხვრელად და სრულყოფილი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოსადგენად.

რადიომაუწყებლობის კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის კონკურსანტთა სამაუწყებლო კონცეფციების შეფასებითი დასკვნა გამოქვეყნდება და ასევე, ყველა კონკურსანტს და სხვა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება კონკურსთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, 2014 წლის 15 მაისს 13:00 საათზე გაიმართება. უშუალოდ საკონკურსო სხდომა კი, სადაც ზემოთ ხსენებულ ქალაქებში, რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული კომპანიების ვინაობა გამოვლინდება 2014 წლის 19 მაისს 13:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად ექვსი კონკურსი 2014 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები