დეკემბერი 31, 2015 17:16

რადიომაუწყებლობის კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში თბილისში  FM 93,1 -ზე და ქ. ახალციხეში FM 97.5-ზე რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა.

საჯარო სხდომაზე კონკურსში მონაწილე კომპანიების დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნა. თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებას შპს „ტივი-სტილი“ ცდილობს, ქ. ახალციხეში კი ააიპ „კავშირი სამხრეთ კარიბჭე“. ორივე კომპანიას წარმოდგენილ დოკმენტაციაზე ხარვეზი დაუდგინდა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად ხუთი სამუშაო დღის ვადა განესაზღვრათ.

რადიოსიხშირული სპექტრით სარეგბლობის ლიცენზიის საფასური თბილისში 10 692 ლარს შეადგენს, ხოლო ქ. ახალციხეში 4 055 ლარს.

კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელზეც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა გამოქვეყნდება 2016 წლის 2 თებერვალს 13:00 საათზე ჩატარდება, საკონკურსო სხდომა კი, სადაც გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება 2016 წლის 5 თებერვალს 13:00 საათზეა ჩანიშნული.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები