მაისი 15, 2014

რადიომაუწყებლობის კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს რადიომაუწყებლობის კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა გამოქვეყნდა.

 რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად სამი კომპანია შპს „ნიუკომი“, შპს „ტვ - სახელოსნო მაესტრო“ და შპს „ევროპა პლუს თბილისი“ იბრძვის.

შპს „ნიუკომი“ ქ. ბოლნისში (FM 101.5) და ქ. დმანისში (FM  103.8) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის კონკურსში იღებს მონაწილეობას.

შპს „ტვ - სახელოსნო მაესტრო“ ქ. ბათუმში (FM 102.8) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის კონკურსში იღებს მონაწილეობას

შპს „ევროპა პლუს თბილისი“ კი ქ. ბათუმში ( FM 90.9), ქ. დმანისში (FM 103.8), ქ. ფოთში (FM 102.1) და ქ. ხაშურში (FM 102.3) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის კონკურსში იღებს მონაწილეობას.

საკონკურსო სხდომა, სადაც ზემოთ ხსენებულ ქალაქებში, რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული კომპანიების ვინაობა გამოვლინდება 2014 წლის 19 მაისს 13:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად ექვსი კონკურსი 2014 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები