ოქტომბერი 24, 2014 18:04

რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული კომპანიების ვინაობა 27 ოქტომბერს გახდება ცნობილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიომაუწყებლობის კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა. 27 ოქტომბერს 13:00 საათზე კომისია ქ. თბილისში რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას დაასახელებს, დაბა გუდაურში კი კონკურსზე რადიომაუწყებლობის ორი ლიცენზიაა გამოტანილი და შესაბამისად, ორივე კონკურსში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.

რადიომაუწყებლობის კონკურსში მონაწილეობას სულ ხუთი კომპანია იღებს. აქედან დედაქალაქში 104.7 მეგაჰერც ციხშირეზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებას  სამი კომპანია - შპს „კომპანია მედიასტრიმი“, შპს „არტ რადიო“ და შპს „კაუკასუს ბიზნეს ვიქი-CBW“ ცდილობს. დაბა გუდაურში 103.9 მგჰ სიხშირეზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მიღებას შპს „რადიო ცენტრი პლუსი“ (რადიო პალიტრა), ხოლო 104,7 მგჰ სიხშირეზე დაბა გუდაურში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებას შპს „კომპანია მედიასტრიმი“ შეეცდება.

დღევანდელ სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა კომისიის წევრებს კონკურსში მონაწილე პირების მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცებციების შედარებითი დასკვნა წარუდგინა. ზეპირი მოსმენის სხდომაზე კონკურსში მონაწილე კომპანიებმად დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები