წვდომის მენიუ

მარტი 27, 2017 14:16

რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებზე საბუთების მიღების ვადა ამოიწურა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად ოთხი კონკურსი 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით გამოცხადდა.

კონკურსანტთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 23 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. განაცხადი სამმა პირმა წარმოადგინა, შპს „ჩვენი რადიო“  რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებას ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში და ქ. ზუგდიდში ეცდება, შპს „ნიუ მედია გრუპს“ ქ. ბათუმში სურს რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვება, ი/მ აკაკი შველიძეს კი ქ. მარტვილში.

კომისიის გადაწყვეტილების თანახმად კონკურსზე შემდეგი რესურსია გამოტანილი:

ქ. ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად FM ტალღათა დიაპაზონში 93.9 მჰც  სიხშირეა გამოტანილი. კონკურსში გამარჯვებული კომპანია ლიცენზიით მომდევნო ათი წლით სარგებლობისთვის 8 100 ლარს გადაიხდის.

ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად FM ტალღათა დიაპაზონში 95.3 მჰც  სიხშირეა გამოტანილი, რომლის ღირებულაბაც  8100 ლარს შეადგენს.

ქ. ზუგდიდში მეტრულ ტალღათა FM 99.1  დიაპაზონში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის ღირებულებამ კი 6 075 ლარი შეადგინა.

ქ. მარტვილში მეტრულ ტალღათა FM 93,5  დიაპაზონში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის საფასური 1 077 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

ოთხივე კონკურსის მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება ამავე წლის 28 მარტს 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა გამოქვეყნდება კონკურსანტთა სამაუწყებლო კონცეფციების თაობაზე 2017 წლის 27 აპრილს 13:00 საათზე ჩატარდება. კონკურსებში გამარჯვებული კომპანიები 2017 წლის 2 მაისს 13:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე დასახელდება.

კომისიის ოთხივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები