იანვარი 24, 2013

რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საჯაროდ გაიხსნა და შემოწმდა კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველი კომპანიების მეირ წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია.

კომისიაში, საქართველოს 12 სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი  ხუთმა კომპანიამ შემოიტანა, ესენია:

შპს „ფოლკ რადიო“ – ქ.ქუთაისი (საერთო რადიომაუწყებლობა), ქ ახმეტა (სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა)

შპს „სტერეო+“  – ქ.წალკა (საერთო რადიომაუწყებლობა), ქ.ოზურგეთი (საერთო რადიომაუწყებლობა), ქ.ტყიბული (საერთო რადიომაუწყებლობა), ქ. ბორჯომი (საერთო რადიომაუწყებლობა)

შპს „რადიოცენტრი პლუს“ – დაბა გუდაური (საერთო რადიომაუწყებლობა)

ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისთვის“ – ქ.ახალციხე (საერთო რადიომაუწყებლობა)

 შპს „ქართული რადიო“  – დაბა გუდაური (საერთო რადიომაუწყებლობა),  ქ. ჭიათურა (საერთო რადიომაუწყებლობა),  ქ. ამბროლაური (საერთო რადიომაუწყებლობა),  ქ. ახალციხე (საერთო რადიომაუწყებლობა),  ქ. ბორჯომი (საერთო რადიომაუწყებლობა), ქ.ქუთაისი, (საერთო რადიომაუწყებლობა), ქ. ოზურგეთი (საერთო რადიომაუწყებლობა), დაბა ასპინძა (საერთო რადიომაუწყებლობა), ქ. ტყიბული (საერთო რადიომაუწყებლობა), ქ. ონი (საერთო რადიომაუწყებლობა)

ამათგან საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად მხოლოდ შპს „რადიოცენტრი პლუსმა“ წარმოადგინა, შპს „ფოლკ რადიოს“, შპს „სტერეო+“–ს ააიპ მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისთვის“ და შპს „ქართულ რადიოს“ კი საბუთების  სრულად წარმოდგენისთვის დამატებით  5 სამუშაო დღე მიეცა.

კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსი  18 ადმინისტრაციულ ერთეულში 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.  ექვს ადმინისტრაციულ ერთეულში – დაბა ხულოში, დაბა შუახევში, დაბა სტეფანწმინდაში, დაბა ლენტეხში, ქ. ცაგერსა და ქ. ბოლნისში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი არ შემოსულა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები