თებერვალი 22, 2013

რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა დღეს გაიმართება

დღეს 13:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის გადაწყვეტილებით განისაზღვრა რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების დრო.

კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა დღეს 2013 წლის 22 თებერვალს 16:00 საათზე გაიმართება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები