თებერვალი 21, 2013

რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა გადაიდო

 

დღეს 21 თებერვალს 18:30 საათზე საქართველოს ეროვნულ კომისიაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა უნდა ჩატარებულიყო. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს კომისიის წევრები მიწვეულები იყვნენ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კომისიის სამმა  წევრმა – სოფიო ბრიტანჩუკმა, აკაკი სიხარულიძემ და ირაკლი მოსეშვილმა, ვერ შეძლო ქ. ქუთაისიდან სხდომის ჩატარების წინასწარ განსაზღვრული დროისთვის ჩამოსვლა. აღნიშნული გარემოების გამო კომისიაში ზეპირი მოსმენის სხდომა არ ჩატარდა.

ხვალ 2013 წლის 22 თებერვალს 13:00 საათზე კომისიაში გაიმართება საგანგებო სხდომა, რომელზეც განისაზღვრება რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების დრო.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები