თებერვალი 22, 2013

რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 12 ადმინისტარციულ ერთეულში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განხილულ იქნა კონკურსში მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციები.

რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას იღებენ შპს „ფოლკ რადიო“, შპს „სტერეო+“, შპს „რადიოცენტრი პლუს“ ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისთვის“ და  შპს „ქართული რადიო“. აღნიშნული კომპანიებს წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ კომისიის წევრებისთვის დეტალურად გაეცნოთ მათი სამაუწყებლო კონცეფციების შინაარსი.

საქართველოს 12 ადმინისტრაციულ ერთეულში რადიმაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული კომპანიები 2013 წლის 25 თებერვალს, 13:00 საათზე ჩანიშნულ საკონკურსო სხდომაზე გამოვლინდება.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები