თებერვალი 19, 2013

რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომის დრო შეიცვალა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ საგანგებო სხდომაზე, კომისიამ სამი წევრის შემადგენლობით, 2013 წლის 21 თებერვალს 13:00 საათზე ჩანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომის დრო შეცვალა. 12 ადმინისტრაციულ ერთეულში რადიმაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა 2013 წლის 21 თებერვალს 13:00 საათის ნაცვლად, იმავე დღეს 18:30 საათზე გაიმართება.

სხდომის გადადების შესახებ გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები