დეკემბერი 28, 2015 19:00

რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღების ვადა ამოიწყრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში თბილისში  FM 93,1 -ზე და ქ. ახალციხეში FM 97.5-ზე რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებზე განაცხადების მიღება დასრულდა.

თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებას შპს „ტივი-სტილი“ შეეცდება, ქ. ახალციხეში კი ააიპ „კავშირი სამხრეთ კარიბჭე“.

კომისიის გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსებში გამარჯვებული პირები  კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები გახდებიან და დღე-ღამეში 18 საათი იმაუწყებლებენ. რადიოსიხშირული სპექტრით სარეგბლობის ლიცენზიის საფასური თბილისში 10 692 ლარს შეადგენს, ხოლო ქ. ახალციხეში 4 055 ლარს.

კონკურსების მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება 2015 წლის 31 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელზეც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა გამოქვეყნდება 2016 წლის 2 თებერვალს 13:00 საათზე ჩატარდება, საკონკურსო სხდომა კი, სადაც გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება 2016 წლის 5 თებერვალს 13:00 საათზე ჩანიშნული.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები