დეკემბერი 07, 2015 18:00

რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსებზე საბუთების მიღების ვადა ამოიწურა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონებში კერძო (საერთო) და სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსებზე საბუთების მიღება დასრულდა.

კერძო (საერთო) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად განაცხადები შემდეგმა კომპანიებმა წარმოადგინეს:

  • თბილისი (FM 92.3) - შპს „ტვ სტილი“, შპს „მომხმარებლების საყურადღებოდ“ და შპს „ახალი რადიო“;
  • ქ. რუსთავი (FM 97.8) - სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“;
  • ქ. ზუგდიდი (FM 96.3) - შპს „მედია ჯგუფი“;
  • ქ. ახალქალაქი, (FM 106.2) - შპს „მედია ჯგუფი“;
  • ქ. სენაკი (FM 97.9) - შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიში“;
  • სოფელი იგოეთი (კასპის მუნიციპალიტეტი) (FM 90.5) - შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“.

სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად განაცხადი ორმა არაკომერციულმა იურიდიულმა პირმა წარმოადგინა:

  • ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი“ - ახალციხე - 100.7 FM; ახმეტა - 93.3 FM; ბათუმი - 105.4 FM; გორი - 105.4 FM; დედოფლისწყარო - 94.3 FM; ზუგდიდი -105.4 FM; თბილისი - 105.5 FM; ლენტეხი - 105.4 FM; მესტია - 105.4 FM; სენაკი - 88.1 FM; სტეფანწმინდა - 105.4 FM; ტყიბული - 90.4 FM; ფოთი - 104.7 FM; ქუთაისი - 87.9 FM; ყვარელი - 94.5 FM; წალკა - 105.3 FM; ხულო - 105.4 FM.
  • ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ - სოფელი დუისი (ახმეტის მუნიციპალიტეტი) - 101.1 FM.

მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 10 დეკემბერი, 13:00 საათი, სხდომაზე კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება.  ზეპირი მოსმენის სხდომა 2016 წლის 12 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება - კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი სამაუწყებლო კონცეფციების თაობაზე დასკვნას წარმოადგენს და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. ხოლო საკონკურსო სხდომა, რომელზეც კონკურსში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება  2016 წლის 15 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება.

რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსი ქ. ბოლნისში, ქ. მარნეულში და მარტვილის მუნიციპალიტეტშიც იყო გამოცხადებული, თუმცა განაცხადი კონკურსში მოანწილეობის თაობაზე კომისიაში არ შემოსულა, რის გამოც საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეწყდება.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობის არხებით დაკავებული მეტრული დიაპაზონის სიხშირული ზოლების ნაწილი გამოთავისუფლდა და შესაძლებელი გახდა რესურსის რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოყენება.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები