დეკემბერი 10, 2015 17:58

რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსების მოსამზადებელი სხდომა გაიმართა

დღეს, 10 დეკემებერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსების მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. სხდომაზე კონკურსანტების დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნა. კონკურსზე  სათემო რადიომაუწყებლობის უზრუნველსაყოფად ორი ლიცენზია, ხოლო კერძო საერთო  რადიომაუწყებლობის განსახორციელებლად  ხუთი ლიცენზიაა გამოტანილი.

სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად განაცხადი ორ არაკომერციულმა იურიდიულ პირს აქვს წარმოდგენილი:

  • ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი“ - ახალციხე - 100.7 FM; ახმეტა - 93.3 FM; ბათუმი - 105.4 FM; გორი - 105.4 FM; დედოფლისწყარო - 94.3 FM; ზუგდიდი -105.4 FM; თბილისი - 105.5 FM; ლენტეხი - 105.4 FM; მესტია - 105.4 FM; სენაკი - 88.1 FM; სტეფანწმინდა - 105.4 FM; ტყიბული - 90.4 FM; ფოთი - 104.7 FM; ქუთაისი - 87.9 FM; ყვარელი - 94.5 FM; წალკა - 105.3 FM; ხულო - 105.4 FM.
  • ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ - სოფელი დუისი (ახმეტის მუნიციპალიტეტი) - 101.1 FM.

კერძო (საერთო) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად განაცხადები შემდეგ კომპანიებს აქვთ წარმოდგენილი:

  • თბილისი (FM 92.3) - შპს „ტვ სტილი“, შპს „მომხმარებლების საყურადღებოდ“ და შპს „ახალი რადიო“;
  • ქ. რუსთავი (FM 97.8) - სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“;
  • ქ. ზუგდიდი (FM 96.3) - შპს „მედია ჯგუფი“;
  • ქ. ახალქალაქი, (FM 106.2) - შპს „მედია ჯგუფი“;
  • ქ. სენაკი (FM 97.9) - შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიში“;
  • სოფელი იგოეთი (კასპის მუნიციპალიტეტი) (FM 90.5) - შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“.

კონკურსანტთა დალუქული დოკუმენატციის გახსნის და შესწავლის შემდეგ, გაირკვა, რომ ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“  შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“-ს, შპს „ტვ სტილს“, შპს „მედია ჯგუფს“, და სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას“ დოკუმენტაცია სრულყოფილად არ აქვს მოწოდებული. კომისიამ აღნიშნულ კომპანიებს ხუთი სამუშაო დღის ვადა განუსაზღვრა დადგენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა 2016 წლის 12 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება, სადაც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი კონკურსანტების მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციების თაობაზე დასკვნას წარმოადგენს, სხდომაზე ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.  საკონკურსო სხდომა, რომელზეც კონკურსში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება  2016 წლის 15 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება.

რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსი ქ. ბოლნისში, ქ. მარნეულში და მარტვილის მუნიციპალიტეტშიც იყო გამოცხადებული, თუმცა განაცხადი კონკურსში მოანწილეობის თაობაზე კომისიაში არ შემოსულა, რის გამოც საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეწყდება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები