ნოემბერი 04, 2011

რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემისთვის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაცნობის შესახებ სხდომა გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობას ინდმეწარმე „კორნელი შუღლაძე“ იღებს.

გამარჯვების შემთხვევაში, კომპანია ქ. თერჯოლაში FM 100.6 ტალღაზე მაუწყებლობის დაწყებას ექვსი თვის ვადაში გეგმავს. მაუწყებლობის ხანგრძლივობა 24 საათი იქნება.

დღეს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე კონკურსში მონაწილის განცხადების განხილვა გაიმართა, ასევე, ლიცენზიის მაძიებელის თანდასწრებით განცხადებაზე  დართული დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნა.  აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი 2011 წლის 2 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები