სექტემბერი 02, 2011

რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად მოსამზადებელი სხდომა გაიმართა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაცნობის შესახებ სხდომა გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობას ორი კომპანია შპს ”მედია ჰაუს დეკომი” და შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი” იღებს.

გამარჯვების შემთხვევაში, ერთ-ერთი მათგანი თბილისში FM 98.5 ტალღაზე მაუწყებლობას დაიწყებს.

დღეს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე კონკურსში მონაწილეთა განცხადებების განხილვა ჩატარდა, ასევე, განცხადებებზე  დართული დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნა ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით.  აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

შპს ”მედია ჰაუს დეკომის” მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი, ამიტომ კანონის შესაბამისად კომპანიას განესაზღვრა დამეტებით 5 სამუშაო დღიანი ვადა, რათა აღმოფხვრას ნაკლოვანება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი 2011 წლის 30 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები