ნოემბერი 16, 2015 11:04

რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად საზოგადოებრივი აზრის კვლევას ააიპ ,,სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი” ჩაატარებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად საზოგადოებრივი აზრის კვლევას ააიპ ,,სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი” ჩაატარებს.   

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და ააიპ ,,სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კვლევა გაგრძელდება შვიდი კვირა. კვლევის საბოლოო შედეგში ასახული იქნება:

ა) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა სათემო რადიოუწყებლობაზე და საზოგადოების იმ ნაწილთა განსაზღვრა, რომელთაც უნდა ემსახურებოდეს სათემო რადიო მაუწყებლობა;

ბ) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის თემატიკისადმი;

გ) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე;

დ) რა თემატიკის გადაცემებს ენიჭება უპირატესობა რადიოს მოსმენის დროს;

ე)  რა თემატიკის გადაცემების დეფიციტს განიცდის ქართული რადიოსადგურები;

ვ) რომელი რადიომაუწყებლობის დამატების საჭიროებაა ქართულ რადიო სივრცეში: სათემო, სპეციალიზებული თუ საერთო რადიომაუწყებლობის. სპეციალუზებულის შემთხვევაში უნდა მოხდეს დაკონკრეტება თუ რა თემატიკის სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის დამატების საჭიროება არსებობს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის პროცესში საქარველოს მასშტაბით არანაკლებ 2 700 (ორი ათას შვიდასი) რესპოდენტის პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხება. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ტელემაუწყებლობაზე გაუქმდა ლიცენზირების რეჟიმი და ტელემაუწყებლობა (ნებისმიერი ტექნოლოგიით) დაექვემდებარა ავტორიზაციას. რადიომაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემისას  კი შენარჩუნდა კონკურსის წესი. ამავე კანონის შესაბამისად, კომისია ორ წელიწადში ერთხელ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრავს და აქვეყნებს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზანია სათემო და კერძო რადიომაუწყებლობის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის და საზოგადოების მოთხოვნის დადგენა, რის მიხედვითაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის დროს იხელმძღავნელებს კომისია.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები