დეკემბერი 07, 2012

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენციის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, შპს „TV 3”-ის განცხადების საფუძველზე, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

კომისიის გადაწყვეტილებით,  გამარჯვებულმა კომპანიამ  რადიოსიხშირული სპექტრი ქალაქ თბილისში მობილური ჩართვებისთვის უნდა გამოიყენოს. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 2,966.4 ლარია. აუქციონზე ერთი ბიჯი 148.00 ლარს შეადგენს.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2013 წლის 9 იანვარს, 13:00 საათზე ჩატარდება, საბუთების მიღება კი 2012 წლის 24 დეკემბრის 17:00 საათამდე გაგრძელდება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები