დეკემბერი 12, 2008

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 1 955 628. 03 ლარად გაიყიდა

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონში შპს ”Bleak See Telecom”-მა გაიმარჯვა. კომპანიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიაში 1 955 628. 03 ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა.

კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2008 წლის, 31 ოქტომბრის, №651/8 გადაწყვეტილებით გამოაცხადა. რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 1,862,502.03 ლარით განისაზღვრა. აუქციონის ერთი ბიჯი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე, ანუ 93,126 ლარს შეადგენდა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები