თებერვალი 12, 2010

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 65 711 ლარად გაიყიდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 65 711. 10 ლარად გაიყიდა.

კომპანია ”სტერეო+”-მა ფიქსირებულ და გადაადგილებად ობიექტებს შორის ორმხრივი რადიოსარელეო კავშირისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია შეიძინა.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2010 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები