ივნისი 13, 2008

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 7 434 ლარად გაიყიდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ქალაქ ბათუმში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართულ აუქციონში შპს ”სერვისლაინმა” გაიმარჯვა. კომპანიამ ლიცენზიის მოსაპოვებლად 7 434 ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქალაქ ბათუმში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. ლიცენზიის მოსაპოვებლად ერთმანეთს ორი კომპანია შპს ”სერვისლაინი” და სს ”საქართველოს გაერთიენებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” დაუპირისპირდნენ. ლიცენზიის საწყისი ოდენობა 7 080 ლარით განისაზღვრა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები