ოქტომბერი 23, 2009

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 7008 ლარად გაიყიდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონზე რადიოსარელეო კავშირებისთვის საჭირო ლიცენზია 7008 ლარად და 40 თეთრად გაიყიდა. ლიცენზიის შეძენის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანია ”რეალტივი-საქართველომ” გამოთქვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ.თბილისში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები