ოქტომბერი 31, 2008

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 9,312,582.03 ლარად გაიყიდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  დღეს გამართულ აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა.  სს ”ქლიარსტრიმ ჯორჯიამ” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად  9, 312,582. 03. გადახდის მზადყოფნა გამოთქვა. აუქციონში სს”ქლიარსტრიმ ჯორჯიას” გარდა შპს ”ბლექსი ტელეკომი” და სს ”საქართველოს გაერთიანებული ტელეკომი” მონაწილეობდნენ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

რესურსით სარგებლობის საწყისი ოდენობა შეადგენდა- 1,862,502.03  (ერთი მილიონ რვაას სამოცდაორი ათას ხუთას ორი ლარი და სამი თეთრი) ლარს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები