ნოემბერი 12, 2010

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიყიდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 4 028 ლარად და 16 თეთრად გაიყიდა. ლიცენზიის მფლობელი ათი წლის ვადით ტელეკომპანია ”რეალტივი საქართველო”  გახდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2010 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები