ივნისი 15, 2007

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს “გლობალ ერთმა” რადიოსარელეო კავშირისათვის  და ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონი როგორც რადიოსარელეო კავშირისათვის, ასევე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად .

1. გამოცხადდა აუქციონი რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 4955.0მჰც ± 10მჰც, (ზოლი სიგანით 20მჰც, გადამცემის სიმძლავრე არაუმეტეს 1.0 ვატისა);

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;

2. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს  5,932.80 (ხუთი ათას ცხრაას

ოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარით;

3. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 297 (ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარს.

4. გამოცხადდა აუქციონი ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 10260.0მჰც ¸ 10288.0მჰც   და   10610.0მჰც ¸ 10638.0მჰც  წყვილი სიხშირული ზოლი  (თითოეული ზოლის სიგანე 28მჰც, გადამცემის სიმძლავრე არაუმეტეს 1.0 ვატისა);

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;

5. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს  9590.4 (ცხრა ათას ხუთას ოთხმოცდაათი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარით;

6. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ  480 (ოთხას ოთხმოცი) ლარით;

7. აუქციონების  ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 13 ივლისის 14:00 საათი;

8. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებები მიიღება  2007  წლის 25 ივნისის 17:00 საათამდე;

  გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ, კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები