ნოემბერი 24, 2008

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მაძიებელთა საბუთების მიღების ვადა ამოიწურა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მაძიებელთა რეგისტრაციის ვადა დღეს ამოიწურა. აუქციონში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს ”ბლექსი ტელეკომმა” გამოთქვა.

კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2008 წლის, 31 ოქტომბრის, №651/8 გადაწყვეტილებით გამოაცხადა. აუქციონი  2008 წლის 12 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება. რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 1,862,502.03 ლარით განისაზღვრა. აუქციონის ერთი ბიჯი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე, ანუ 93,126 ლარს შეადგენს.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები