დეკემბერი 30, 2011

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა. შპს  “იგრიკა“ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №47–ში განთავსებული სტუდიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სათაო სადგურამდე; მობლური სადგურიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე და მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან ქ.თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №47–ში განთავსებული სტუდიამდე რადიოსარელეო კავშირისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადებას ითხოვს.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2011 წლის 31 იანვარს 13: საათზე გაიმართება. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2011 წლის 16 იანვრის  17:00 საათამდე იწარმოებს.

ლიცენზიის საწყისი ღირებულება 8 720 ლარით 60 თეთრით განისაზღვრა, აუქციონზე ერთი ბიჯი 436 ლარი იქნება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები