წვდომის მენიუ

აპრილი 24, 2008

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდეგში “კომისია”) განცხადებით მიმართა შპს “მაკროინტელექტმა” (01.04.2008 №7/120-08) ქ.თბილისში მონაცემთა გადაცემისთვის 231მჰც – 400მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონში არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად .

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა”   და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიის მისაღებად:

ა) - სიხშირული დიაპაზონი: 243.25მჰც - 323.25 მჰც;

    - სიხშირული ზოლი - 80 მჰც;

    - გადამცემის სიმძლავრე - არაუმეტეს 20 ვატისა;

    - გადამცემების რაოდენობა - 1 (ერთი) გადამცემი;

    - ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა - ქ.თბილისი;

ბ) რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს  167,832.00 (ას სამოცდაშვიდი ათას რვაას ოცდათორმეტი) ლარით;

გ) აუქციონის ბიჯი შეადგენს - 8,392.00 (რვა ათას სამას ოთხმოცდათორმეტი);

2. სალიცენზიო პირობა:

ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

3. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2008 წლის 13 ივნისის 15:00  საათი;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2008 წლის 23 მაისის 17:00 საათამდე;

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები