რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდეგში “კომისია”) განცხადებით მიმართა შპს “სერვისლაინმა” ქ.ბათუმში რადიოსარელეო კავშირისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონი რადიოსარელეო კავშირისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად .
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა” და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიის მისაღებად:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
- 26 გჰც დიაპაზონში 10 გადამცემი თითოეული 1 ვატამდე სიმძლავრით ქ. ბათუმში. შესაბამისი სიხშირული წყვილებია: 25011 მჰც და 26019 მჰც, 25039 მჰც და 26047 მჰც, 25067 მჰც და 26075 მჰც, 25095 მჰც და 26103 მჰც, 25123 მჰც და 26131 მჰც.
გ) რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 7,080.00 (შვიდი ათას ოთხმოცი) ლარით;
გ) აუქციონის ბიჯი შეადგენს - 354 ლარს;
2. სალიცენზიო პირობა:
ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
ბ) ლიცენზიის აღების შემთხვევაშიო ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება კომისიას წარმოუდგინოს მონაცემები ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში განსაზღვრული მაგისტრალური მიმართულების მონაკვეთზე აღნიშნული სიხშირული ზოლების მონაცვლეობითი გამოყენების წესის შესახებ;
3. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2008 წლის 13 ივნისის 14:00 საათი;
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.