სექტემბერი 11, 2009

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია ”რეალტივი-საქართველო”-ს განაცხადის საფუძველზე ქ.თბილისში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 6 674 ლარით და 40 თეთრით განისაზღვრა.

აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2009 წლის 5 ოქტომბრის 17:00 საათამდე იწარმოებს, აუქციონი კი 2009 წლის 23 ოქტომბრის, 15:00 საათზე გაიმართება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები