ოქტომბერი 02, 2009

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია ”გლობალ ერთი”-ს განაცხადის საუძველზე ქ.თბილისში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2009 წლის 26 ოქტომბრის, 17:00 საათამდე იწარმოებს. აუქციონი კი 2009 წლის 6 ნოემბრის, 13:00 საათზე გაიმართება.

რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საფასურის საწყისმა ოდენობამ  5 932 ლარი შეადგინა. აუქციონის ბიჯი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტია.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები