იანვარი 08, 2010

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ”სტერეო+”-ის განაცხადის საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა. კომპანიას ფიქსირებულ და გადაადგილებად ობიექტებს შორის ორმხრივი რადიოსარელეო კავშირისთვის რადიოსიხშირე სჭირდება.

აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2010 წლის 21 იანვრის, 18:00 საათამდე იწარმოებს. აუქციონი კი 2010 წლის 12 თებერვლის, 13:00 საათზე გაიმართება.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ოდენა 62 582 ლარით განისაზღვრა. აუქციონის ბიჯი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%,  დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე, შეადგენს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები