იანვარი 29, 2010

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია ”მეგაTV”-ის განაცხადის საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონი გამოაცხადა. კომპანიას რადიოსარელეო სიხშირე საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზებისთვის სჭირდება.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებნლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 2 472 ლარით განისაზღვრა.

 აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2010 წლის 12 მარტის, 13:00 საათზე გაიმართება, საბუთების მიღება კი 2010 წლის 22 თებერვლის, 17:00 საათამდე იწარმოებს.

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები