თებერვალი 05, 2010

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია ”კახეთი 1”-ის განაცხადის საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა. კომპანიას  წერტილი მრავალწერტილი არქიტექტურით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო საქმიანობისთვის (საკაბელო და საეთერო მაუწყებლობისტვის) ესაჭიროება სიხშირე.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებნლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 2992 ლარით და50 თეთრით განისაზღვრა.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2010 წლის 19 მარტის, 12:00 საათზე გაიმართება, საბუთების მიღება კი 2010 წლის 26 თებერვლის, 17:00 საათამდე იწარმოებს.

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები