ივნისი 18, 2010

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ აუქციონზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

კომისიას აუქციონის გამოცხადების თხოვნით შპს ”ალანიამ” მიმართა. ტელეკომპანიას სატელევიზიო ანძიდან საკაბელო ქსელის ოპერატორების სათაო სადგურებამდე დასაკავშირებლად რადიოსარელეო სიხშირე ესაჭიროება.

აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების მიღება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, 2010 წლის 12 ივლისის, 17:00 საათამდე იწარმოებს. აუქციონი კი 2010 წლის 6 აგვისტოს, 13:00 საათზე გაიმართება.

რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 9 590 ლარი და 40 თეთრის ოდენობით განისაზღვრა. აუქციონზე ერთი ბიჯი 480 ლარი იქნება.

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები