აგვისტო 27, 2010

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ აუქციონზე რადისიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

კომისიას აუქციონის გამოცხადების თხოვნით შპს ”სტუდია მაესტრომ” მიმართა. ტელეკომპანიას სტუდიიდან სატელევიზიო ანძამდე და პირიქით  დასაკავშირებლად რადიოსარელეო სიხშირე ესაჭიროება.

აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების მიღება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, 2010 წლის 20 სექტემბრის, 17:00 საათამდე იწარმოებს. აუქციონი კი 2010 წლის 8 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 3 836 ლარის და 16 თეთრის ოდენობით განისაზღვრა. აუქციონზე ერთი ბიჯი 192 ლარი იქნება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები