სექტემბერი 24, 2010

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკაბელო ტელემაუწყებელის შპს ”რეალტივი-საქართველოს” განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

 

”რეალტივი-საქართველოს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია ტელეკომპანიის სტუდიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე რადიოსარელეო კავშირისთვის ესაჭიროება.

 

ლიცენზიის საწყისი ღირებულება 3 836 ლარის და 16 თეთრის ოდენობით განისაზღვრა. აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2010 წლის 12 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. ლიცენზიის მაძიებელთა განაცხადების მიღება კი 2010 წლის, 19 ოქტომბრის, 17: 00 საათამდე იწარმოებს.

 

აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 192.00 ლარს.

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები