თებერვალი 18, 2011

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სტერეო +“-ის განცახდების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადა. კომპანიას რადიოსიშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია, ქალაქებში თბილისი, დუშეთი, სენაკი, ყვარელი და ხარაგაული, მოძრავი ობიექტებისათვის მონაცემთა გადასაცემად სჭირდება.

ლიცენზიის საწყისი ღირებულება 28,892.70 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2011 წლის 8 აპრილის, 13:00 საათზე გაიმართება, საბუთების მიღება კი 2011 წლის 16 მარტის, 17:00 საათამდე იწარმოებს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები