ნოემბერი 11, 2011

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა. შპს  “ივერია ინტერმედია“ ქ. თბილისში, გორგასლის ქ. №73–ში განთავსებული სტუდიიდან მთაწმინდის ტელერადიოცენტრამდე, რადიოსარელეო კავშირისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას ითხოვს.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2011 წლის 13 დეკემბერს, 13: საათზე გაიმართება. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2011 წლის 28 ნოემბერის 17:00 საათამდე იწარმოებს.

ლიცენზიის საწყისი ღირებულება 1918 ლარით და 8 თეთრით განისაზღვრა, აუქციონზე ერთი ბიჯი 96 ლარი იქნება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები