დეკემბერი 14, 2012

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, შპს „TV–7”–ის განცხადების საფუძველზე, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

კომისიის გადაწყვეტილებით,  გამარჯვებულმა კომპანიამ  რადიოსიხშირული სპექტრი ქალაქ თბილისში ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის და მობილური ჩართვებისთვის უნდა გამოიყენოს. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი ღირებულება 6,802.56 ლარია. აუქციონზე ერთი ბიჯი 340.00  ლარს შეადგენს.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2013 წლის 14 იანვარს 13:00 საათზე ჩატარდება, საბუთების მიღება კი 2012 წლის 31 დეკემბრის 17:00 საათამდე იწარმოებს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია გთოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები