იანვარი 25, 2013

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე, სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ განცხადების საფუძველზე,  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა.

კომისიის გადაწყვეტილებით,  გამარჯვებულმა კომპანიამ  რადიოსიხშირული სპექტრი ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის უნდა გამოიყენოს. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი ღირებულება 1,598.40 ლარია.  აუქციონზე ერთი ბიჯი 80 ლარს შეადგენს.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2013 ლის 26 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება, საბუთების მიღება კი 2013 წლის 11 თებერვლის 17:00 საათამდე გაგრძელდება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია გთოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები