მაისი 20, 2013

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე, შპს ტელეკომპანია ”s-tv”-ს განცხადების საფუძველზე, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად  აუქციონი გამოცხადდა.

კომისიის გადაწყვეტილებით, აუქციონში გამარჯვებულმა რადიოსიხშირული სპექტრი თბილისში ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის უნდა გამოიყენოს. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის  საწყისი ღირებულება 2,557.44 ლარია. აუქციონზე ერთი ბიჯი  128 ლარს შეადგენს.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2013 წლის 20 ივნისს, 13:00 საათზე ჩატარდება, საბუთების მიღება კი 2013 წლის 4 ივნისის 17:00 საათამდე გაგრძელდება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთოვთ, იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები