მაისი 23, 2008

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქალაქ ბათუმში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი  2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 7 080 ლარის ოდენობით განისაზღვრა და აუქციონში მონაწილეობის მიღების სურვილი ორმა კომპანიამ შპს ”სერვისლაინ”-მა და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”-მ გამოთქვა.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2008 წლის 13 ივნისს 14:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები