მაისი 23, 2008

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქალაქ თბილისში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი  2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 167 832 ლარის ოდენობით განისაზღვრა და აუქციონში მონაწილეობის მიღების სურვილი ოთხმა კომპანიამ შპს ”მაგთიკომ”-მა, სს ”საქართველოს გაერთიენებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”-მ, შპს ”I-სტერეო”-მ და შპს ”გლობალ ერთ”-მა გამოთქვა.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2008 წლის 13 ივნისს 15:00 საათზე გაიმართება.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები