ნოემბერი 05, 2008

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2008 წლის 31 ოქტომბრის 651/8 გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონი გაიმართება 2008 წლის 12 დეკემბერს 13:00 საათზე;

ლიცენზიის მაძიებლების განცხადებები მიიღება 2008 წლის 24 ნოემბრის 17:00 საათამდე;

რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 1,862,502.03 ლარით;

აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 93,126 ლარი;

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები