მარტი 23, 2012

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ტელეკომპანია “დიას“ განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2012 წლის 1 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება. საბუთების მიღება კი 2012 წლის 16 აპრილის, 17:00 საათამდე გაგრძელდება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები