აპრილი 06, 2012

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“–ს განცხადების საფუძველზე გამოაცხადა.

ტელეკომპანია „მეგა ტვ“ ითხოვს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი გუმბრიდან ქ. ქუთაისში: შპს „სატელიტსერვისის“, შპს „ბეტა ტვ“–ს, ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ და შპს „ერას“ სტუდიებამდე რადიოსარელეო კავშირისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას.

ლიცენზიის მაძიებლების საბუთების მიღება კომისიაში 2012 წლის 23 აპრილის 17:00 საათამდე იწარმოებს. აუქციონი კი 2012 წლის 11 მაისს 13:00 საათზე გაიმართება.

რესურსით სარგებლობის ლიცენზიის ღირებულების საწყისი ოდენობა 1 236 ლარს შეადგენს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები