წვდომის მენიუ

ივლისი 18, 2016 14:19

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში შპს ”ჯრკომ”-მა გაიმარჯვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად შპს „ჯრკომ“ გამოცხადდა. კომპანია თანახმაა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 3,266.40 ლარის ოდენობით გადაიხადოს.

აუქციონთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები